აშშ-ში კორონავირუსის უკვე 200 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში მხოლოდ დღეს 19 005 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება დაღუპულებს, აშშ-ში 4 609 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 556 დღეს გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ დაინფიცირების რაოდენობით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საერთო ჯამში კი მთელ მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობა 921 000-ზე მეტია.




























