პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ, აშშ-ში კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით ახალი კანონმდებლობის მომზადების პროცესი დაიწყო, რომელსაც პრეზიდენტის მრჩეველი - დევიდ საქსი ხელმძღვანელობს.
მისი განცხადებით, ახალი ადმინისტრაცია მუშაობას იწყებს როგორც ახალ მარეგულირებელ ჩარჩოზე, ასევე ის სტრუქტურულ დონეზე ცვლის მთავრობის მიდგომას კრიპტოაქტივებთან დაკავშირებით.
ამასთან, საქსი სტეიბლკოინების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ ტიპის აქტივებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, სტეიბლკოინების გამომშვები კომპანიების მხრიდან ამერიკული სახაზინო ობლიგაციების შესყიდვები იზრდება, რაც მთავრობისათვის ხელსაყრელია.