მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში კრიპტოვალუტა XRP-ის და Ripple Labs-ის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

xrp

ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის, XRP-ის და მისი ემიტენტი კომპანიის, Ripple Labs-ის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა.

როგორც ცნობილია, საქმის წარმოება შეწყდა კომპანიის დამფუძნებლის, ბრედ გარლინგჰაუსის წინააღმდეგაც, რაც, სავარაუდოდ, იმ ფაქტის უკავშირდება, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმსხვილესი დონორია და აქტიურადაა ჩართული ლობირების პროცესში.

გამოძიების შეწყვეტა იმას ნიშნავს, რომ კომპანიას 125 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმა არ დაეკისრება და მის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობა დასრულდება, რაც პროექტს სტაბილურად განვითარების საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები