ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, Citigroup-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯეინ ფრეიზერი ქვეყანაში მსუბუქ რეცესიას პროგნოზირებს, - ამის შესახებ მან Bloomberg-ის წვეულებაზე ისაუბრა, რომელიც დავოსის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა. ამგვარი პროგნოზით, ჯეინ ფრეიზერი წამყვანი კომპანიების მაღალი მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებს შეუერთდა, რომლებიც გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებით დავოსში შედარებით ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.
„ვფიქრობ, რომ ხედვა, რომელსაც ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩიტი-ში ვიზიარებთ, სერვისების სექტორში არსებული მტკივნეული ინფლაციით გამოწვეული მსუბუქი რეცესიაა“, - განაცხადა Citigroup-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ პრობლემები, რომელთაც წინა გლობალური რეცესიები დაამძიმეს, დღეს სახეზე არ არის. მისივე თქმით, ბანკების საცალო და კორპორაციული საბალანსო უწყისები კარგად გამოიყურება, რაც ასევე მსუბუქ რეცესიაზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ Citigroup-ი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, რომელმაც, 2013-2022 წლებში, მოგების სახით, $131.9 მილიარდი მიიღო.