მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ქარიშხალს მსხვერპლი მოყვა - NBC News-ი დეტალებზე

სს

"აშშ-ში ქარიშხალს მინიმუმ 21 ადამიანი ემსხვერპლა", - ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ წყალდიდობამ და ქარიშხალმა, რომელიც აშშ-ში რამდენიმე დღეა გრძელდება, ყველაზე მეტი 10 ადამიანი ტენესის შტატში იმსხვერპლა.

ასევე, ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა მისურის, კენტუკის, ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებში.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აშშ-ის 10 შტატში 93 ტორნადო დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები