აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, Nvidia-ს წინააღმდეგ გამოძიება და საბუღალტრო პრაქტიკის შესწავლა დაიწყო.
როგორც ირკვევა, მარეგულირებელი უწყება კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებასა და ინვესტორებისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს იკვლევს, რის გამოც Reuters-ის მიერ დეტალების გასაჯაროების შემდეგ Nvidia-ს აქციების შეფასება 14%-ით დაეცა. მთლიანობაში, კრიზისის დაწყებიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება უკვე განახევრდა.
Reuters-ის ცნობით, მარეგულირებლის ყურადღება სინგაპურულ ბაზარსა და ხელოვნური ინტელექტის სექტორის დაფინანსების წრიულ სქემებს უკავშირდება. საეჭვო ისაა, რომ გასულ წელს Nvidia-მ შემოსავლების გეოგრაფიული აღრიცხვის წესი შეცვალა და ანგარიშგებიდან სინგაპური ამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაზე გლობალური გაყიდვების თითქმის ნახევარი მოდიოდა.
ამას გარდა, კომპანიის წინააღმდეგ სანქცირებული ჩიპების ჩინეთში უკანონო გადატანისა და ინვესტორთა შეცდომაში შეყვანის ბრალდებით გამოძიება იუსტიციის დეპარტამენტსა და კალიფორნიის გენერალურ პროკურატურასაც აქვთ დაწყებული.
























