აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ბრძანება საკრუიზო ლაინერების მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„აღნიშნული ბრძანება ახანგრძლივებს მიმოსვლის აკრძალვას საკრუიზო ლაინერებისათვის, რომელთა ტევადობა მინიმუმ 250 მგზავრია, აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფ საზღვაო პერიმეტრზე. დაკვირვებების შედეგად, რომელიც CDC-იმ 1 მარტიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა, საკრუიზო გემებზე მინიმუმ 3,689 Covid-19-ით ინფიცირების და ამასთანავე 41 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს რიცხვები შესაძლოა არასრულია და მდგომარეობა არასაკმარისად არის შეფასებული“, - აღნიშნულია CDC-ის განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, CDC-ის ხელმძღვანელს რობერტ რედფილდს საკრუიზო ლაინერების შეჩერება მომავალ წლამდე უნდოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა რედფილდის შეთავაზება ამ ეტაპზე არ გაითვალისწინა.
CDC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკრუიზო გემები შესაძლოა გახდეს კორონავირუსის გადატანის და გავრცელების ერთ-ერთი პირობა.