მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება - CNBC

ჯანდაცვა

ამერიკის შეერთებული შტატების შრომის ბაზარმა მოლოდინს კვლავ გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNBC ავრცელებს. დეკემბრის თვეში, წლის დასრულებამდე ქვეყანას 216 000 ახალი სამუშაო ადგილი დაემატა. უმუშევრობის დონე კი სტაბილურად, 3.7%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა.

მიუხედავად, შრომის ბაზრის ასეთი შედეგებისა, სამუშაო ადგილების ზრდა უფრო ნელი ტემპით მოხდა, ვიდრე 2022 წლის დეკემბერში. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანას 284 000 სამუშაო ადგილი დაემატა.

„სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი ძლიერია, მაგრამ არა გადაჭარბებული. უმუშევრობა დაბალ ნიშნულზეა და სტაბილურია, სამუშაო ადგილები კი უამრავია“ - ამბობს მკვლევარი ნიკ ბუნკერი.

სამუშაო ადგილების ზრდის 75%-ზე მეტი რამდენიმე სექტორზე მოდის. ესენია: განათლებისა და ჯანდაცვის სერვისები, მთავრობა, დასვენება, სტუმარ-მასპინძლობის სექტორები. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიმდინარე წლის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჩქარდება ხელფასების ზრდაც.

შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, გასულ თვეში ახალი სამუშაო ადგილების შექმნით - საჯარო სექტორი ლიდერობდა, საუბარია, 52 000 ახალ სამუშაო ადგილზე.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჯანდაცვის სექტორში. ამბულატორიული მომსახურებისა და საავადმყოფოების მიმართულებით აშშ-ში დეკემბერში 38 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. ჯანდაცვის სექტორი 2023 წლის განმავლობაში დასაქმების ახალ შესაძლებლობებს სტაბილურად ქმნიდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით თვეში საშუალოდ 55 000 ახალი სამუშაო ადგილი ჩნდებოდა, მაშინ, როცა 2022 წელს ეს რიცხვი 46 000 იყო.

სოციალური დახმარების მიმართულებით დეკემბერში სხვადასხვა პოზიციებზე 21 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. წლის განმავლობაში კი თვიურმა ზრდამ 22 000 შეადგინა. 2023 წელს კი თვის განმავლობაში ზრდა 19 000 იყო.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა დეკემბერში დასაქმების ახალი შესაძლებლობები შექმნა. გასულ თვეს ამ ინდუსტრიას 40 000 ახალი ადგილი დაემატა.

რითეილ სექტორმა წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებს 17 000 ახალი პოზიცია შემატა. მონაცემების თანახმად, ინდუსტრია 2022 წელს პანდემიის შემდეგ გამოჯანსაღების გზაზეა და დასაქმებულების რაოდენობასაც ზრდის.

დეკემბრის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების სამშენებლო ინდუსტრიამაც მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. Ამ მიმართულებით 17000 ახალი პოზიცია გაჩნდა. სექტორმა 2023 წელს, თვიურად საშუალოდ 16 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, 2022 წელს კი 22 000.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები