მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშშ-ში შესვლა შესაძლებელია სამუდამოდ აგიკრძალონ, თუ ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული" - საელჩო

usa

აშშ-ში შესვლა შესაძლებელია სამუდამოდ აგიკრძალონ, თუ ჩადენილი გაქვთ სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, შესაძლებელია წვრილმანი დანაშაულიც კი გახდეს მიზეზი იმისა, რომ მოქალაქეზე ვიზა არ გაიცეს.

"წვრილმანი დანაშაულიც კი შეიძლება გახდეს ვიზაზე უარის მიზეზი. საკონსულო ოფიცრებს აქვთ წვდომა თქვენს სისხლის სამართლებრივ წარსულზე და აღმოაჩენენ ყველა დარღვევას, ან დაპატიმრებას. აპლიკაციის შევსებისას და გასაუბრებისას თქვით სიმართლე - ტყუილის გამო, შესაძლებელია, აგეკრძალოთ შესვლა", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები