მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში შვეიცარიული საათების ექსპორტი 56%-ით შემცირდა

საათები

ამერიკის შეერთებულ შტატებში შვეიცარიული საათების ექსპორტი 56%-ით შემცირდა. ინდუსტრიული ფედერაციის ინფორმაციით, გასულ თვეს ექსპორტის მოცულობამ სულ რაღაც $199 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრებული მაჩვენებელია.

ეკონომიკურად ყველაზე მდიდარ სახელმწიფოში ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის კლება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც შვეიცარიას 39%-იანი სატარიფო გადასახადი დაუწესა. ცხადია, ტარიფის ამოქმედებამ საათების მკვეთრი გაძვირება და მათზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

კლება იმდენად დრამატულია, რომ ამერიკამ შვეიცარიისთვის #1 საექსპორტო ბაზრის სტატუსიც დაკარგა და ეს ადგილი დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა, სადაც გასულ თვეს $218 მილიონის ღირებულების საათები გაიყიდა.

გაყიდვების მიმართულებით კლება აქვს თითქმის ყველა შვეიცარიულ კომპანიას, მათ შორისაა: Rolex, Patek Philippe, Cartier, OMEGA, Breitling, IWC და TAG Heuer.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები