მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში სტიქიური მოვლენების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელზეა

სტიქია ამერიკაში

2023 წლის დასრულებამდე რამდენიმე თვე რჩება, თუმცა აშშ-მ ექსტრემალური ამინდითა და სხვა სტიქიური მოვლენების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა - ინფორმაციას CBS-ი ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წლის განმავლობაში აშშ-ში 23 ისეთი კლიმატური კატასტროფა მოხდა, რომელიც სახელმწიფოს მინიმუმ 1 მლრდ დოლარი დაუჯდა, რითაც 2020 წელს დაფიქსირებულ 20 ასეთ შემთხვევას გადაუსწრო და ახალი რეკორდი დაფიქსირდა.

2023 წელს სტიქიით გამოწვეული ზარალი აშშ-ში სულ $57.6 მლრდ-ს აღწევს, თუმცა შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს. შესაბამისი უწყება ჯერ ისევ ითვლის ტროპიკული ქარიშხალი ჰილარის მიერ გამოწვეულ ზარალს, რომელმაც კალიფორნიას გასულ თვეს გადაუარა. ასევე არ არის დათვლილი, რა დაუჯდა აშშ-ს სამხრეთისა და შუა დასავლეთის გვალვა ან რა ოდენობის ზარალს მოიტანს ქარიშხლის სეზონი, რომელიც, როგორც წესი, ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.

გასულ წელს, მინიმუმ მილიარდ დოლარად შეფასებული სტიქიური მოვლენების რაოდენობამ 18-ს მიაღწია, ზარალის საერთო მოცულობამ კი $165 მლრდ-ზე მეტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები