პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მესამე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მონაცემების გამოძიება მოითხოვა. მისი მტკიცებით, შუალედურ არჩევნებამდე გამოქვეყნებული მონაცემები გაყალბებული იყო და სტატისტიკის სამსახურმა მიზანმიმართულად წარმოადგინა ეკონომიკური ზრდის რეალურზე დაბალი მაჩვენებელი, რამაც რესპუბლიკელების საარჩევნო შედეგებზე ნეგატიური გავლენა იქონია.
ცნობისთვის: ვაჭრობის დეპარტამენტმა რეალური მშპ-ის წლიური ზრდის შეფასება 3.4%-დან 4.3%-მდე დააკორექტირა. ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ეს ცვლილება "რეკორდულ შეცდომად" შეაფასა და მიანიშნა, რომ პირველად მონაცემებს შუალედური არჩევნების შედეგებზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა.
პრეზიდენტის მტკიცებით, პირველადი 3.4%-იანი ზრდა ხელოვნურად იყო შემცირებული, შემდეგ 4.3%-მდე კორექციით სტატისტიკის სამსახურმა შეცდომა გამოასწორა, თუმცა პოლიტიკური ზიანი პარტიას უკვე მიღებული ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 0.9 პროცენტული პუნქტის სხვაობა რეკორდი არ არის, თუმცა 2020 წლის მეორე კვარტლის 1.2-პროცენტულპუნქტიანი ცვლილების შემდეგ ყველაზე დიდი გადახრაა.
ცნობისთვის, ეკონომიკური მონაცემების გადახედვა აშშ-ში ჩვეული პრაქტიკაა: საწყისი ანგარიშები ნაწილობრივ გამოკითხვებს ეყრდნობა და მოგვიანებით დამატებითი პასუხების საფუძველზე ზუსტდება.
























