მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში Tesla Cybertruck-ის გაყიდვები იზრდება

Cybertruck

Tesla-ს ახალმა ელექტროპიკაპმა, Cybertruck-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების ბაზარზე გაყიდვებით მესამე ადგილი დაიკავა. საანგარიშო პერიოდში, მასზე მაღალ პოზიციებზე მხოლოდ Tesla Model 3 და Y იყვნენ გაყიდვების მხრივ, ანუ ტოპ სამეულში ყველა ავტომობილი Tesla-ს მიერ იყო წარმოებული.

Kelley Blue Book-ის მონაცემებით, Tesla-მ მესამე კვარტალში Cybertruck-ის 16,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. შედარებით, Ford-მა მხოლოდ 7,000 ერთეული F-150 Lightning-ი გაყიდა და 13,000 ერთეული Mustang Mach-E-ის რეალიზება შეძლო. GM-მა კი ახალი Blazer-ის და Equinox EV-ების გაყიდვებში გარკვეული წარმატების მიღწევა შეძლო, მაგრამ ჯამში მხოლოდ 32,000 ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა.

Tesla-ს ფინანსური შედეგებიც დამაკმაყოფილებელი ჰქონდა, კერძოდ, მესამე კვარტალში კომპანიამ 25.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 2.2 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ტყვიაგაუმტარი Cybertruck-ის საწყისი ფასი 61,000 დოლარია, პრემიუმ ვერსიის ღირებულება კი 100,000 დოლარიდან დაიწყება, რაც ზუსტად 50%-ით მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინ ილონ მასკის მიერ დაპირებული მაჩვენებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები