მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრი, Walt Disney World-ი ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობ პარკს შაბათიდან გახსნის, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამ შტატში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, დღიურმა მაჩვენებელმა 10 ათასს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ Disney-ს თანამშრომელთა ნაწილმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც კომპანიას პარკის გახსნის გადავადებას სთხოვდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, Disney-მ გეგმები არ შეცვალა.
არსებული ინფორმაციით, პარკი სტუმრებს შეზღუდული რაოდენობით მიიღებს, თუმცა უცნობია, რა რაოდენობა იგულისხმება.