მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-მ ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა

Disney

ამერიკულმა გასართობმა და მედია გიგანტმა, Walt Disney Company-მ გასული კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალი წლიურ ჭრილში 16%-ით გაიზარდა და $25.9 მილიარდს მიაღწია, რამაც უოლ-სტრიტის პროგნოზს გადააჭარბა. ამასთან, კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე $1.77 შეადგინა, მაშინ როცა ანალიტიკოსები $1.67-ს ელოდნენ.

მოსალოდნელზე უკეთეს ფინანსურ შედეგებს ხელი შეუწყო თემატური პარკების ვიზიტორთა მატებამ და NFL-ის მაღალმა რეიტინგმა. გართობის სეგმენტში შემოსავალი 17%-ით, $11.9 მილიარდამდე გაიზარდა, პარკებისა და საკრუიზო ხაზების შემოსავალმა 15%-ით, $10.1 მილიარდამდე მოიმატა, სპორტის სეგმენტის მაჩვენებელმა კი 16%-ით, $4.6 მილიარდამდე მოიმატა.

პარალელურად, Disney მომდევნო ფისკალურ წელს კონტენტზე ფულადი ხარჯების 9%-ით, $26 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს, რადგან კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი, ჯოშ დ’ამარო სტრიმინგ ბიზნესის გაძლიერებასა და პარკებში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს.

ამას გარდა, მენეჯმენტი 2029 ფისკალური წლისთვის საოპერაციო ხარჯების დაახლოებით $3 მილიარდით შემცირებას გეგმავს, დირექტორთა საბჭომ კი წლიური დივიდენდი 33%-ით, ერთ აქციაზე $2-მდე გაზარდა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, 2027 ფისკალურ წელს კომპანია კორექტირებული მოგების ორნიშნა ზრდას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები