მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვას სამ მოვლენას ვუკავშირებდით" - კობახიძე

ოცნება

საქართველოს პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭიროა შემხვედრი ნაბიჯები, საქართველოს მთავრობის მზაობა კი ყოველთვის არსებობდა. როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა, დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას სამ მოვლენას უკავშირებდნენ.

„ერთი იყო ჩვენი არჩევნები, რაც უკვე დასრულდა, მეორე იყო ამერიკული არჩევნები, რაც ასევე დასრულდა, თუმცა ინაუგურაციას ელოდება ყველა და არსებითად პროცესები აშშ-ში შეიცვლება ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც ასევე ჩვენი პროგნოზის შესაბამისად წარიმართება, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მომავალ წელს უკრაინაშიც დასრულდება ომი.

ეს იყო სამი მთავარი ფაქტორი, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია, მესამე ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისათვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე ვიხილავთ ამ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები