"ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის აშშ-სთან ურთიერთობისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს.
როგორც მან "ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, აშშ-სგან ამ მხრივ ჯერჯერობით ისევ დუმილია.
"ეს არის ჩვენი მთავარი წუხილი. ამ წუხილზე მუდმივად ვსაუბრობთ ამერიკულ მხარესთან. შეიძლება მათაც ჰქონდეთ გარკვეული სურვილები და ამაზეც ისაუბრებენ, მაგრამ კარგი რაც არის განსხვავებით წინა ადმინისტრაციის პერიოდისგან, ახალ მოცემულობაში არცერთი დაძაბული შეხვედრა აღარ ყოფილა. ეს არის უკეთესობა, რაც გვაქვს ამერიკულ მხარესთან ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























