მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-სთან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით სურს.

მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის.

"ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები და საერთო სულისკვეთება იყო ამ წერილებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აშშ-სთან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, გვსურს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს",- თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ დახურულ წერილს შეეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები