მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი;

„რას მიიღებს საქართველო აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით?“ – ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ამ მიმართულებით კვლევა წარადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, სამივე ქვეყანასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა 0.28%-ით გაიზრდება, მოქალაქეები კი მეტ სარგებელს მიიღებენ. აისეტში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული გავლენა სერვისებით ვაჭრობას ექნება. ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, მოლაპარაკებები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში უნდა დაიწყოს,რადგან ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანას ვაჭრობა ისედაც EU-ს პირობებით მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები