მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ ტაივანისთვის $11.1 მილიარდის შეიარაღების მიყიდვას აანონსებს

აშშ და ტაივანი

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ტაივანისთვის რეკორდული მოცულობის, $11.1 მილიარდის შეიარაღების მიყიდვას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს HIMARS-ების ტიპის სარაკეტო სისტემების, ასევე საარტილერიო იარაღ ჰაუბიცების, ანტისატანკო იარაღ ჯაველინების, ასევე დრონებისა და სხვა სამხედრო შეიარაღების გადაცემას.

როგორც შტატებში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანი მოკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. ამ კუთხით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არსებული შეიარაღების მოდერნიზება იქნება. ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას მეტად ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, წარდგენილ დოკუმენტს კონგრესის მხარდაჭერა ჯერ არ აქვს და მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა ანალიტიკოსები მოელიან, რომ რესპუბლიკელებისაგან დაკომპლექტებული კონგრესის ორივე პალატა მხარს დაუჭერს ადმინისტრაციის ინიციატივას.

ტრამპის გუნდის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ ტაივანში. პრეზიდენტმა ლაი ჩინ-ტემ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ქვეყანას ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება. ამასთან, გააღრმავებს თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის და ხელს შეუწყობს ჩინეთიდან მომავალი საფრთხის შემცირებას. აღსანიშნავია, რომ სექტორის ექსპერტებს სრულიად განსხვავებული მოლოდინი აქვთ. მათი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გეგმა ორ ზესახელმწიფოს შორის არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს და სავაჭრო მოლაპარაკებებზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს.

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს გაცხადებული აქვს, რომ ტაივანს, როგორც ჩინეთის განუყოფელ ნაწილს აუცილებლად დაიბრუნებს, თუმცა ის თავს იკავებს იმაზე საუბრისაგან - როდის და რა ფორმით აღასრულებს დაპირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები