მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთშაბათს 3 მსოფლიო ლიდერის - სი ძინპინის, ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართება

ტრამპი პუტინი და სი

ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის მმართველი ვლადიმირ პუტინი პირველ სამმხრივ სამიტს ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, ქალაქ შენჟენში გამართავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოკლე განცხადება 16 ნოემბრის დილით გაავრცელა, თუმცა შეხვედრის დღის წესრიგი არ გაუსაჯაროებია. როგორც ირკვევა, სამმხრივი მოლაპარაკებები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა სამიტის ფარგლებში გაიმართება.

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, დონალდ ტრამპს ბირთვული არსენალის შემცირებასა და ირანში მიმდინარე ომზე საუბარი სურს. ამავე წყაროების ინფორმაციით, მოსალოდნელი არ არის, რომ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ომის საკითხი განიხილოს.

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ტელეკომპანია ARD-ს განუცხადა, რომ ბოლო შეხვედრისას სი ძინპინმა სამმხრივ ფორმატში უკრაინის საკითხის განხილვის იდეის გამო გაღიზიანება გამოხატა. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იქნება წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები