მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ტრამპთან შეხვედრამდე დასავლეთი გააკრიტიკეს

პუტინი და სი

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა - სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრამდე დასავლური სანქციები და "სავაჭრო პროტექციონიზმი" გააკრიტიკეს.

ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე ჩინეთის წვდომის ახალი ამერიკული შეზღუდვების ფონზე სი ძინპინმა "სავაჭრო პროტექციონიზმთან დაპირისპირების" პირობა დადო. გახსნით სიტყვაში ჩინეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა "თავისუფალ და ღია ვაჭრობას" და საკუთარი ქვეყანა გლობალურ ასპარეზზე სტაბილურ პარტნიორად გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ამ გზავნილით პეკინი ღიად დაუპირისპირდა მთავარ ეკონომიკურ მეტოქეს - აშშ-ს, რომელმაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ტარიფები გაზარდა და უფრო ხისტი საგარეო პოლიტიკა აირჩია.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა დასავლური სანქციები მკაცრად გააკრიტიკა და დასავლურ სახელმწიფოებს "ყოფილი ჰეგემონები" უწოდა.

ინფორმაციისთვის, სამმხრივი შეხვედრა შენჟენშია დაგეგმილი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხვალ მოექცევა.

მოსალოდნელია, რომ სამი ქვეყნის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ირანში აშშ-ის ომს, ვაჭრობას, ხელოვნურ ინტელექტსა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები