"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოიწონა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გრანტის სახით 4 ერთეულ Renault Trafic-ს მიიღებს.
დოკუმენტის თანახმად, ამერიკის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
„მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების [Renault Trafic] გადმოცემის შესახებ“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერების შემდეგ, თავდაცვის უწყება აშშ-სგან სატრანსპორტო საშუალებებს იღებს. 2025 წლის ივლისში ირაკლი კობახიძემ ანალოგიური ტიპის განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ 1 ერთეული VW Tiguan-ი გრანტის სახით მიიღო.


























