მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Cloud-პლატფორმა გატეხეს

დაჰაკვა

ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ღრუბლოვანი პლატფორმა - Cloud One გატეხეს. Reuters-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა პროგრამული ხარვეზი გამოიყენეს და მართვის პანელზე წვდომა მოიპოვეს, თუმცა თავდამსხმელთა ვინაობა, შეღწევის სრული მასშტაბი და მონაცემთა გაჟონვის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება პლატფორმის დანიშნულებას, Cloud One საიდუმლო სამხედრო ოპერაციებს, პერსონალის ჩანაწერებს, ლოგისტიკასა და შეიარაღების მონიტორინგს ემსახურება და Microsoft-ის, Amazon-ის, Oracle-ისა და Google-ის ინფრასტრუქტურებს იყენებს.

ინციდენტის გამო ზიანის შესაფასებლად აშშ-ის კიბერსარდლობა ჩაერთო, ხოლო სამხედრო-საჰაერო ძალებმა ცალკეული სისტემების უსაფრთხოებაზე კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

უცნობია ისიც, მოიპოვეს თუ არა სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა ჰაკერებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები