მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ, უკრაინა, გერმანია, კანადა - სად გადის ექსპორტზე „მარგებელი ჰოლდინგის“ პროდუქცია?

64b68cda11a73
სალომე ხიდურელი
19.07.23 20:52
775
კომპანია „მარგებელი ჰოლდინგს", პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში, უკრაინაში, გერმანიაში, უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და კანადაში გააქვს. ამის შესახებ „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი მიხო სვიმონიშვილი ჟურნალისტ დემეტრე ერგემლიძესთან ინტერვიუში საუბრობს.

სვიმონიშვილის თქმით, კომპანიის წარმოებებს შორის, „მარნეულის“ სამეურნეო ნაწარმი ბაზრის ლიდერია.

„ავიღოთ მჟავე კიტრი, სამწუხაროდ იმდენს ვერ ვაწარმოებთ, რასაც ბაზარი ითხოვს, რადგან არის გარკვეული პრობლემები მოყვანის კუთხით, მუშა ხელის კუთხით... მექანიზაციას რაც ექვემდებარება, იმას მექანიზაციით ვასრულებთ, ვთქვათ, ტვირთის მოტანას. 24 ადამიანია საჭირო, რომელიც კიტრის საჭრელ მანქანაზე იმუშავებს. 200-300 კაცი დღესაც, კონკრეტულად არის მინდორში და კრეფს. ამის გარდა, მოგვყავს ტომატი, პომიდორი უკვე მექანიზებულად, ერთი მანქანით აიღება“, - ამბობს სვიმონიშვილი და დასძენს, რომ „მარნეულის“ პროდუქცია საშუალო საფასო სეგმენტშია და სხვა საწარმოებთან კონკურენცია არ უჭირს.

ბიზნესმენის თქმით, „მარნეულის“ მსგავსი ქარხნები ქვეყანას საშუალებას აძლევს, იმპორტი და ქვეყნიდან დოლარის გადინება შეამციროს.

„რაც უფრო მეტს შექმნი, მით მეტ ადამიანს პირდაპირ და არაპირდაპირ ასაქმებ, მეტ დოვლათს ქმნი და მეტ თანხას ტოვებ ქვეყანაში. ბევრად უფრო მეტად გაამყარებ ეროვნულ ვალუტას. რაც უფრო მეტს შექმნი და რაც ნაკლებს შემოიტან იმპორტით, მით უფრო ნაკლები დოლარი გავა ჩვენგან - ეს ზუსტად ასეთმა ქარხნებმა უნდა შეძლოს. ასე არ შეიძლება, ჩვენ თვითონ უნდა გავამყაროთ ვალუტა, ჩვენ თვითონვე უნდა შევქმნათ ქვეყნის დოვლათი. ეს თუ ვერ შევძელით ვერც დასაქმებაზე ვერ ვისაუბრებთ და ვერც რაღაც მნიშვნელოვანზე“, - ამბობს სვიმონიშვილი.

ცნობისთვის, კომპანიას „მარგებელი ჰოლდინგი საკვები პროდუქტების მწარმოებელ „მარნეულის“ სასურსათო ქარხანასა და მინერალური წყლის საწარმო „წყალი მარგებელი“-ს მფლობელია.
„წყალი მარგებელი“ 10-მდე ბრენდს, მათ შორის ნაბეღლავს, ბახმაროს, რაუხსა და ბუღას აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები