მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნაბეღლავი“ ექსპორტზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიდა

643300676e62c
ლიკა მეგუთნიშვილი
09.04.23 22:11
1278
ორწლიანი მუშაობის შემდეგ მინერალური წყალი „ნაბეღლავი“ ექსპორტზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - აბუ-დაბისა და დუბაიში გავიდა.

"მარგებელი ჰოლდინგის" მმართველმა პარტნიორი მიხეილ სვიმონიშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ პროდუქტი არაბეთში არსებულ ჰიპერმარკეტების უმსხვილეს ქსელ „ლულუ“-შია წარმოდგენილი. ორი თვის შემდეგ კი, „ნაბეღლავი“ საუდის არაბეთშიც გავა.

„ჰიპერმარკეტების ქსელ „ლულუ“-ს არაბეთის 18 ქვეყანაში აქვს თავისი ქსელი. გავაფორმეთ მასთან კონტრაქტი, ავიღეთ ლიცენზია, რამდენიმე კონტეინერი დავტვირთეთ და დავინახეთ, რომ შეიძლება ბევრად საინტერესო იყოს ეს მიმართულება, ვიდრე ე.წ. ტრადიციული ბაზრები. დივერსიფიკაცია აუცილებელია, არ შეიძლება მარტო ერთ ან ორ ბაზარზე იყო მიბმული. ორი კონტეინერი წავიდა დუბაიში, ერთი წავა საუდის არაბეთში. ასევე ერთი კონტეინერი "ჯეო ნატურალსის" უგაზო წყალი ასევე დუბაიში გაიგზავნა“, - აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.

„მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორის თქმით, არაბული ბაზრების სრულად ათვისებისთვის კომპანია აქტიურად მუშაობას. მისი თქმით, მიზანია, არაბეთში პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რისთვისაც მოლაპარაკებების პროცესი ზაფხულში კიდევ უფრო გააქტიურდება.

"რწმენა მოგვეცა, რომ შეგვიძლია ამ ბაზრებზე გასვლა. ჩვენი გათვლაა, რომ ამ ბაზარზე მილიონობით ბოთლი გავიდეს. ისე რა აზრი აქვს წყალზე მუშაობას. ერთი და ორი კონტეინერით ვერ ვიტყვით, რომ რაღაცას ვყიდით. მაგრამ დასაწყისში, პირველ წელს თუ მოვახერხეთ და თუნდაც 10 კონტეინერი გავიტანეთ და მერე სისტემატურად მოხდა ზრდა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გაყიდვებში არაბეთისა და ასევე, აზიის მიმართულებას მნიშვნელოვანი წილი ექნება.

რა თქმა უნდა, ზაფხული უნდა გავიაროთ, კიდევ უნდა გავგზავნოთ, კიდევ უნდა ჩავიდეთ, ვიმუშაოთ. ახალ ბაზრებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა რეგიონში ასეთი გეოპოლიტიკური გარემოა, ერთ ბაზარს შენს პორტფელში 5-10%-იან წილზე მეტი არ უნდა ეკავოს. ჩვენს პირობებში კი, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ბაზრების ძლიერი დივერსიფიკაციის პროცესი დაივიწყოთ“, - განაცხადა „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა მიხეილ სვიმონიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები