მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

აშშ უკრაინას $2 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ალა ისპირიანი

09.06.23 21:35 539 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ უკრაინას 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 105 მმ და 203 მმ საარტილერიო ჭურვებისთვისა და უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის.

„აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინამ დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი მოთხოვნილებები და გრძელვადიანი საჭიროებები უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

 
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები