აშშ-მა უკრაინისთვის ახალი $400 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა.
პენტაგონის სპიკერის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ შორის არის T-72 ტანკები. მისივე თქმით, აშშ ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული 45 ერთეული T-72 ტანკის აღდგენის ხარჯებს გადაიხდის.
დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის, 40 ჯავშანტექნიკა, Hawk საზენიტო სარაკეტო სისტემები და 1100 Phoenix Ghost დრონი.
შეგახსენებთ, რომ წელს EU-მა უკრაინას €19 მლრდი გადასცა, ხოლო 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.




























