მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, $300 მილიონიან პაკეტს გადასცემს - Reuters

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც $300 მილიონადაა შეფასებული - ეს თვეების განმავლობაში აშშ-ის მიერ გამოყოფილი პირველი დახმარებაა, დამატებით ფინანსებს კი კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ბლოკავენ.

მიუხედავად რესპუბლიკელთა წინააღმდეგობისა, თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სახსრების მობილიზებას, ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ცდილობს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, $300 მილიონი პენტაგონის კონტრაქტებით “გაუთვალისწინებელი ხარჯების შემცირებით” გამოიყო და უკრაინის საარტილერიო აღჭურვას მოხმარდება.

სალივანის განცხადებით, გამოყოფილი დახმარება უკრაინის შეიარაღებას მხოლოდ “ორიოდე კვირით” ეყოფა.

“ის ოდნავადაც არ არის საკმარისი უკრაინის სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ვერც ტყვიების ამოწურვისგან დაიცავს უკრაინელებს”, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები