მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინის დასახმარებლად $1 მილიარდის იარაღს გაგზავნის - ბაიდენი

62aa1617097ad
ალა ისპირიანი
15.06.22 21:29
740
BBC-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების მიზნით, კიდევ 1 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს.

თეთრი სახლის განცხადებით, დამატებითი დახმარების პაკეტი საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის ტექნიკას და იარაღს მოიცავს. დონბასში უკრაინის თავდაცვითი ოპერაციებისთვის ასევე გათვალისწინებულია საბრძოლო-საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემების გადაცემა.

ბაიდენმა თქვა, რომ დღეს დილით ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის და დასძინა, რომ აშშ კვლავ უკრაინის გვერდით დგას.

”მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი ვალდებულება, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დადგება, რადგან ის მის დემოკრატიას იცავს და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები