მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინისთვის $60-მილიარდიანი დახმარების დასამტკიცებლად ემზადება

ბაიდენი და ზელენსკი

მრავალთვიანი კამათისა და პოლიტიკური ვაჭრობის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ომში ჩართული უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის დასამტკიცებლად ემზადება.

დემოკრატიული პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი გენერალურ რევიზიას დაექვემდებარა და ახლა უკვე ის არა პირდაპირ დახმარებას, არამედ უკრაინისთვის გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტის გადაცემას მოიაზრებს. სამხედრო დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ საკრედიტო ფორმით იქნება წარმოდგენილი, თუმცა რა პირობებით და როდის მოუწევს უკრაინის ხელისუფლებას მისი უკან დაბრუნება, ამ ეტაპზე უცნობია.

კანონპროექტის ფუნდამენტური ცვლილების გარდა, აშშ-ის კონგრესი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება და ეს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას, გაყიდვას და თანხის უკრაინისთვის გადაცემას უკავშირდება. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერაც არ არის მიღწეული, თუმცა სენატის ნაწილი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში კანონპროექტი სწორედ ამ ფორმით დამტკიცდება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, ბუნებრივი აირის ექსპორტს უკავშირდება. როგორც ჩანს, ამერიკის მთავრობას გაზის ექსპორტის მოცულობის მკვეთრად გაზრდა სურს, რათა საერთაშორისო ბაზარზე ფასები ხელოვნურად დაეცეს და ამით რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდეს.

როგორც ცნობილია, დახმარების პაკეტის ვალდებულების ფორმით მიღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანხმობას გამოხატავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები