„აშშ ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდზე იდგება“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის ჰელსინკის კომისია „რუსული კანონის“ მეორედ მიღების მცდელობას და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს.
"ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არჩევანს და ქართველ ხალხთან იდგება მათ წინააღმდეგ, ვინც მათ თავისუფლებას ავიწროებს" - წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" მეორე მოსმენით მიიღო. "რუსული კანონის" წინააღმდეგ, თბილისში რამდენიმე დღეა ფართომასშტაბიანი პროტესტი მიმდინარეობს, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.