მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს - „ასკანელი რეზორტს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო კომპლექსის - „ასკანელი რეზორტის“ გახსნის ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან თქვა, რომ ეს არის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც სასტუმრო ნომრებთან ერთად სპა კომპლექსს, კახურ ეზოსა და გასტრონომიულ სივრცეებს აერთიანებს.

„აქ არის წარმოდგენილი წამყვანი სასტუმრო ოპერატორი „ვინდჰემი“, რომლის სტანდარტებითა და პარტნიორობით არის განხორციელებული ეს პროექტი. მოხარული ვარ, რომ დაგეგმილია ამ ინიციატივის ეტაპობრივი გაფართოება. სამომავლოდ მას უნდა დაემატოს თანამედროვე საკონფერენციო და საკონცერტო სივრცეები, საცხოვრებელი ვილები. ეს ყველაფერი კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს მომავალში და აქცევს კიდევ უფრო ძლიერ ტურისტულ ცენტრად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.ეს ინიციატივა არის კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმატებული თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი და ეს თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ხედვას რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით. სასტუმროში 35 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, ხოლო ქარხნისა და ვენახების განვითარებაში 70 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ყველაფერი ამ ინიციატივის მასშტაბს ძალიან კარგად წარმოაჩენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აქვე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერას.

“„პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინვესტიციიდან 10 მილიონი ლარი სახელმწიფოს სუბსიდირებით დაფინანსდა. ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის. ასეთი ტიპის სასტუმროების მშენელობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ მუდმივად მზარდია ტურისტული ნაკადები ჩვენს ქვეყანაში. გასული წელი იყო რეკორდული ტურისტების რაოდენობის კუთხით, 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა საქართველოში და ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლებმა

4,7 მლრდ დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე ეს მაჩვენებლები იზრდება. ამ დინამიკაში განსაკუთრებულია ბიზნესის წვლილი. აქ ხაზი უნდა გაესვას კომპანია „ასკანელის“ განსაკუთრებულ მიღწევებს, რომელიც ხარისხისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა.

საინტერესოა, რომ ეს ტერიტორია 400 ჰექტარ მიწას მოიცავს თავისი ვენახებით. ასკანელი არის ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან და წელიწადში 20 მილონზე მეტ ბოთლ ღვინოს ყიდის. ყოველწლიურად 22 ათასი ტონა ყურძნის მიღების გარანტიას აძლევს ეს კომპანია კახელ მევენახეებს. საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიას მოპოვებული აქვს 700-ზე მეტი ჯილდო, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ხარისხი ამ კომპანიას აქვს ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებული. ასევე მისასალმებელია, რომ ეს კომპანია ხარისხიანი ღვინის წარმოებასთან ერთად, ავითარებს საქართველოში გასტრონომიულ და ტურისტულ სივრცეებს. დღევანდელი პროექტიც ამის ძალიან კარგი დასტურია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძალიან მნიშვნელოვან სიკეთეს მოუტანს ამ რეგიონს, ყვარლის მუნიციპალიტეტს და მთლიანად კახეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა თიბისი ბანკს, ბატონ გოგა თხელიძეს, რომელიც წარმოადგენს დღეს თიბისი ბანკს ამ ღონისძიებაზე და განსაკუთრებული მადლობა ბატონ გოჩა ჩხაიძეს, რომელიც არის სულისჩამდგმელი ამ პროექტის, ამ ინიციატივის. მინდა, მას დიდი წარმატებები ვუსურვო. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები