მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასლან ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა და მოსკოვში ჩავა

სოჭი

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში არ იმყოფება. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა TACC-ს განუცხადა.

„ახლა აფხაზეთში არ ვარ, გარკვეული დროით მივფირინავ მოსკოვში“, - განუცხადა მან სააგენტოს.

ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას 19 ნოემბერს მოაწერა ხელი, მოგვიანებით კი სოხუმიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. რამდენიმე დღით ადრე ასლან ბჟანიამ გადადგომის მზაობა იმ პირობით გამოთქვა, თუ პროტესტის მონაწილეების სამთავრობო შენობებს დატოვებდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ გეგმავდა.

EchoKavkaza წერს, რომ ასლან ბჟანიას გადადგომა ოპოზიციამ აიძულა. 15 ნოემბერს სოხუმში, რუსულ-აფხაზური „საინვესტიციო ხელშეკრულების“ გაპროტესტებისას, აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის მიმდებარე ღობის ნაწილი დაშალეს და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ, შემდეგ კი პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს.

19 ნოემბერსვე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა. 20 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები 15 თებერვალს ჩატადებოდ. ე.წ. არჩევნებზე კანდიდატურის დაყენებას ასლან ბჟანიაც აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები