მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოს საჩუქრად მანდარინები და მარმელადები გაუგზავნა

ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს საახალწლო საჩუქრები გაუგზავნა. როგორც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ბჟანიამ ლუკაშენკოს მანდარინები, ნატურალური მარმელადები და დაშაქრული ხილი გაუგზავნა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტმა ტკბილეული რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებსაც გაუგზავნა.

ბელარუსის პრეზიდენტი გასული წლის სექტემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და განაცხადა, რომ აფხაზეთის შეუმჩნევლობა შეუძლებელია. მიმდინარე წელს კი მან ცხინვალისა და სოხუმის ე.წ. პირველი ლიდერები მინსკში მიიწვია. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი ბელარუსში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები