მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ასოციაციის წევრი წისქვილკომბინატები HACCP-ის დასანერგად მზად არიან” - მეხორბლეთა ასოციაცია

6399fa3510a8b
ანუკა ჯოხაძე
18.12.22 21:00
628

2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელ ყველა კომპანიას და რეალიზატორს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის ანუ HACCP -ის სისტემის დანერგვა მოუწევს. უკვე ცნობილია ბიზნესის ის სექტორი, ვისთვისაც ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ცვლილებები ეხება ბიზნესების ფართო წრეს, მათ შორისაა პურ-პროდუქტებისა და ფქვილის საწარმოებიც. სტანდარტების დანერგვა ყველა ტიპის ობიექტს მოუწევს, მათ შორის - მცირე ზომის თონეებსაც.

როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რეგულაცია დიდი ხნის წინ იყო ასამოქმედებელი და ამ სტანდარტის დაცვა პირველ რიგში, მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის კეთდება. მისივე თქმით, ბაზარზე არსებული მსხვილი წარმოებები ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მზად არიან.

“ბიზნესი მზად უნდა იყოს. იცით, წავიდა ის დრო, როცა ყურადღება რაოდენობასა და დეფიციტზე კეთდებოდა. ამის გამო კი, ყოველთვის ვამბობდით, რომ ახალი რეგულაციებისთვის "მეწარმე ცოდო იყო" და ამას ვერ შეასრულებდა.

ახლა პურის 2500 მწარმოებელია საქართველოში. დროა, უფრო ცივილურად, უფრო სუფთად, უფრო მაღალი რისკების გარეშე ვაწარმოოთ პროდუქცია", -აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე.

იმავე პოზიციას აფიქსირებენ მეხორბლეთა ასოციაციაში. ასოციაციის თამჯდომარე ლევან სილაგა ამბობს, რომ ბიზნესისთვის ამ სტანდარტის დანერგვა მძიმე წნეხი არ იქნება.

“დარგის ის ნაწილი, რომელიც ასოციაციაშია წარმოდგენილი, ამ სტანდარტის იმპლემენტაციისთვის მზად არის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს არც ისე რთული დასანერგია და არც ის თემა არ არის, რომ ძალიან სერიოზულად დააწვეს ის ბიზნესპროცესს ან პროდუქტების გამოშვებას", - ამბობს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა.

HACCP-ის სტანდარტი სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო იქნება - ვადები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები