მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასპინძაში 0.5 მლნ ლარის ინვესტიციით მესხური მინისოფლის მოწყობა იგეგმება

618cf88ad59bb
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.21 21:43
1097
ასპინძაში 0.5 მლნ ლარის ინვესტიციით გასტრო-ტურისტული ობიექტის, მესხური მინისოფლის მოწყობა იგეგმება. იდეის ავტორი ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ლუდსახარში ვარძიას“ დამფუძნებელი ზაზა ზედგინიძეა, რომელიც BM.GE-სთან საუბარისას ამბობს, რომ სოფლის მოწყობას ასპინძაში ლუდსახარშის გვერდით მტკვრის სანაპიროზე გეგმავს, სადაც 8 მესხური ოდა განთავსდება.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია დღეისთვის ქვევრის ლუდის საწარმოს გარდა ასპინძაში საოჯახო სასტუმრო "მელუდის სახლს" და ლუდის სპას მართვას, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში აამოქმედა და რომლის მიმართ უცხოელი ვიზიტორების მხრიდან ინტერესი დიდია. ახალი ბიზნეს იდეაც ტურისტული ობიექტის გაფართოების მიზნებიდან წამოვიდა. ზაზა ზედგინიძე პროექტის განხორციელების ვადებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ გაზაფხულისთვის პროექტის დეტალები სრულად ეცოდინება. მესხური სოფლის იდეის ავტორის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 0.5 მლნ ლარი იქნება.

„8 მესხური ოდა, მესხური კულტურა, სამზარეულო და თანამედროვე ტექნოლოგიები - გვინდა მოვაწყოთ ის, გარემო რომელშიც მესხები წლების წინ ცხოვრობდნენ. გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს მესხური კულტურა, მესხური სამზარეულო და ერთგვარი სივრცე შევქმნათ.

ამავე ადგილზე მცირე ირმების ფერმის მოწყობის სურვილი გვაქვს, რომელიც ჩვენს მესხურ სოფელს ერთგვარ ტურისტულ მიმზიდველობას შემატებს. დაახლოებით 20-მდე ირემი გვეყოლება და მათი რძით მცირე რაოდენობით მაწვნის დამზადებას ვგეგმავთ, რომელიც ადგილზე გაიყიდება“, - ამბობს ზაზა ზედგინიძე და დასძენს, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ კომპანია 10 სამუშაო ადგილს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები