მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AstraZeneca ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დალისტვას განიხილავს

astrazeneca

უმსხვილესი ბრიტანული ფარმაკოლოგიური კომპანია AstraZeneca საინვესტიციო სტრატეგიის შეცვლას და პირდაპირ აშშ-ში, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დალისტვას განიხილავს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, უოლ-სტრატის საფონდო ბირჟა კომპანიას დამატებითი კაპიტალის მოზიდვის და მდგრადად განვითარების საშუალებას მისცემს, რაც ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე შეზღუდულია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ლონდონის FTSE 100 Index-ში პოზიციას შეინარჩუნებს, ანუ ის ორმაგად დალისტული კომპანია იქნება, თუმცა მთავარი ფოკუსი სწორედ ნიუ-იორკზე იქნება მიმართული, რომელიც პლანეტის ფინანსური ცენტრია.

AstraZeneca-ს საბაზრო შეფასება ამჟამად $262 მილიარდს შეადგენს და ბრიტანულ ინდექსში მას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები