მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასურეთში ერთი თვის წინ გახსნილი ტურისტული ობიექტი „სადგური“ გაფართოებას გეგმავს

62dfc9df25a32
მარიამ ადამია
26.07.22 22:00
3106
ასურეთში ელიზაბედტალის უბანში, ერთი თვის წინ გახნილი ტურისტული ობიექტი „სადგური“ უკვე გაფართოებას გეგმავს და წლის ბოლომდე აუზი, აქტივობები და ფესტივალებისთვის საჭირო სივრცეები დაემატება. როგორც მისი დამფუძნებელი, გიორგი ბარათაშვილი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, იგეგმება სასტუმროს გაფართოებაც, რის შედეგადაც ჯამში უფრო მეტი ტურისტის მიღება/გამასპინძლება გახდება შესაძლებელი.

„იდეა 2014 წელს გაჩნდა, როდესაც განსხვავებული სტილისა და არქიტექტურის მქონე სოფელ ასურეთში მოგზაურობისას გადავწყვიტე ევროპული სივრცის შექმნა და ჯერ ადგილი შევარჩიე, შევიძინე მიწა, რომელიც თავის დროზე გერმანელების სამანქანე-სატრაქტორე სადგური იყო და შემდეგ ნანგრევებიდან პატარა ევროპული სოფელი ავაშენე,“ - ამბობს გიორგი ბარათაშვილი.

მისივე თქმით, სტუმრების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, ოქტომბერში ტრადიციული გერმანული ფესტივალი „ოქტომბერფესტი“ იგეგმება. ნოემბერში ტერიტორიაზე მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურ სივრცეს მოაწყობენ, სადაც დიდ ეკრანზე თამაშის ყურება იქნება შესაძლებელი, ხოლო დეკემბერში ტერიტორია საშობაო სოფლად გადაკეთდება. დღეს ტურისული სივრცე “სადგური” რესტორანს, ლუდის ბარს და გესთჰაუსს აერთიანებს, თუმცა სადგურის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ჩანასახია იმის, რაც საბოლოოდ უნდა მივიღოთ.

„ტურისტულ სივრცეში თითქმის სრული პერსონალი ადგილობრივებითაა დაკომპლექტებული, ხოლო რესტორანსა თუ ბარში ადგილობრივი წარმოების პროდუქციას ვიყენებთ. უქმეებზე, ხარისხიანი მუსიკის მოსასმენად და ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად ადამიანები დედაქალაქიდანაც ჩამოდიან და დღეს ასურეთში ბევრად მეტი ტურისტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - განაცხადა „სადგურის“ დამფუძნებელმა, გიორგი ბარათაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები