მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათასობით დახარჯული ლარი და უვარგისი წყალი დუშეთის მოსახლეობას - რა წერია აუდიტის დასკვნაში

5e4810f7a4364
ინგა მურუსიძე
15.02.20 19:35
1758
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 1,765.0 ათასი ლარი დახარჯა წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, თუმცა 17 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 9114 ოჯახიდან წყალი მუდმივად მიეწოდება 5404 ოჯახს, დანარჩენ ოჯახებს კი მიეწოდებათ გრაფიკით ან შეფერხებით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გამოიკვეთა მოსახლეობის წყალმომარაგების შემდეგი პრობლემური მიმართულებები: მუნიციპალიტეტში 2018 წელს შეიქმნა ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“, რომლის მიზნებსაც წესდების მიხედვით წარმოადგენს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის მოპოვება და მისი ტექნოლოგიური დამუშავება, დასახლებების წყალმომარაგება სასმელი წყლით და ა.შ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მიწოდებული წყლის ხარისხზე უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია, ხოლო ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“ აღნიშნულ ლიცენზიას არ ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლებში არსებული სისტემები მის ბალანსზე არ ირიცხება.

„2018- 2019 წლების მდგომარეობით ა(ა)იპ შემოიფარგლებოდა მხოლოდ წყლის სისტემებზე წარმოქმნილი დაზიანებების აღმოფხვრით, რაც პასუხისმგებელი პირის განმარტებით განპირობებულია ორგანიზაციის დაფინანსების სიმცირით. სოფლებში არსებულ წყლის სისტემებს არ აქვთ გამწმენდი ნაგებობები.

2017-2018 წლებში მოწყობილი წყალმომარაგების 10 სისტემის ფარგლებში მოეწყო საქლორატოროები, თუმცა ისინი აუდიტის მიმდინარეობის ეტაპზე არ ფუნქციონირებდნენ. შესაბამისად, მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყალი რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტი ასკვნის, რომ სოფლების (ბულაჩაურის, არაგვისპირისა და გრემისხევის) საბავშვო ბაღებში აღებული სინჯების შემოწმებით გამოვლინდა, რომ წყლის ნიმუშები არ შეესაბამებოდა ნორმას.

სახელმწიფო აუდიტი მიმართავს რეკომენდაციით მუნიციპალიტეტის მერიას, რომ საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას.

„განახორციელოს მერიამ სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია 11 აუდიტის შედეგებზე ინფორმირების შემდეგ მერიამ ახალი ლაბორატორიული შემოწმების ჩატარების მიზნით მოიწვია სპეციალისტები. 2019 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 22 და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და ქსელის გამართულ ექსპლუატაციას“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები