მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათასობით მეხანძრე პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვის

62d3b97464461
ალა ისპირიანი
17.07.22 11:10
746
ათასობით მეხანძრე პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვის. ტემპერატურის დაკლებას კი ჯერ არ პროგნოზირებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პორტუგალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიცხისგან, სულ მცირე, 238 ადამიანი დაიღუპა.

ხანძარი ასევე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ჟირონდის რეგიონშია, სადაც 12000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, კვირას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 41 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი. ორშაბათს კი სიცხის ახალ რეკორდებს ელოდებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა თქვა, რომ ხანძრების შედეგად ამ დრომდე 10,000 ჰექტარი დაიწვა.

ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურა იმატებს. სამრეწველო ეპოქის დაწყების შემდეგ მსოფლიო უკვე 1,1 გრადუსით დათბა და ტემპერატურა კვლავ გაიზრდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები