ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ Bm.ge-ს თბილისის აეროპორტში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, თუმცა თბილისის აეროპორტში დეტალებს ვერ განმარტავენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის Bm.ge ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებას ცდილობს.