მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის Wizz Air-ი ჩარტერულ რეისს შეასრულებს - აეროპორტების გაერთიანება

ავიაცია

Wizz Air-ი ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. სახელმწიფო კომპანიის ცნობითვე, რეისი ქუთაისის აეროპორტში ამაღამ შესრულდება.

"ქუთაისის აეროპორტისთვის ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება. რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

გაუქმებულ რეისებზე ინფორმაცია გაავრცელა Wizz air-მაც. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისები უამინდობის გამო გაუქმდა და ყველა დაზარალებულ მგზავრს ოპერატიულად მიაწოდეს ინფორმაცია.

"Wizz Air-ის პოლიტიკის შესაბამისად, დაზარალებულ მგზავრებს უზრუნველყოფილი აქვთ განთავსება და სახმელეთო მომსახურება. ამასთან, დაგეგმილია სპეციალური სარეზერვო ფრენა, რათა ავიაკომპანიამ მხარი დაუჭიროს აღნიშნული შეფერხების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს. თვითმფრინავის ჩამოსვლა ათენის აეროპორტში დაგეგმილია ადგილობრივი დროით 19:15 საათზე, ხოლო გაფრენა ათენიდან ქუთაისის მიმართულებით მოხდება 20:00 საათზე", - ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები