მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმის და ვაშლატამას ბაღების გაშენება 1,7 მლნ ლარით დაფინანსდა - სამინისტრო "დანერგე მომავლის" პროგრამაზე

ვაშლატამა

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ატმის და ვაშლატამას ახალი ბაღების გაშენება საქართველოს მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, - ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, ინვესტიციის ოდენობა 4,3 მლნ ლარზე მეტია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება კი 1,7 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, სოფელ გურჯაანში, პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარს ნიკოლოზ გეთიაშვილს მინისტრი დავით სონღულაშვილი ეწვია.

"ნიკოლოზ გეთიაშვილმა მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით განავითარა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსება დაახლოებით 20,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 240,000 ლარს აჭარბებს. ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარის და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება.

მინისტრმა ფერმერისგან წარმოების პროცესებთან დაკავშირებით არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბაღების გაშენების, ასევე სამაცივრე მეურნეობების და გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მხარდაჭერამ წარმოება გაზარდა, რაც პროპორციულად აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე", - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები