მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ატმის შეღებვის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ატამი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საპასუხოდ, რომელშიც ჩანს ატმის შეღებვის ფაქტი, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქმე სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას ეხება.

სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე წერილობით მიმართეს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს. მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე – მათ შორის, პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, რადიონუკლიდებზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და აღმოჩენილი შეუსაბამობები საჯაროა და სააგენტოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები