ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 10 808 ტონას მიაღწია, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 21 %-ით გაიზარდა შემოსავალიც, რომელმაც 2024 წლის 1 მაისი - 14 ივლისის მონაცემებით, 12 მლნ 200 ათასს გადააჭარბა. 5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც ამ დროისთვის 1.13 აშშ დოლარია.
ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 165 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.