აწარმოე საქართველოში გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართავს. საუბარია არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიის Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების შესახებ საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობისა და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საერთაშორისო ან/და ადგილობრივი საკონსულტაციო, ექსპერტული, იურიდიული და სხვა სახის მომსახურებების შესყიდვაზე.
შესყიდვის ღირებულება 700 000 ლარია და ეს თანხა სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
შესყიდვის დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ პროექტის მიღებით ხელი შეეწყობა რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყანაში. აღნიშნულის ფარგლებში მოხდება ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ასევე ტურისტული და უძრავი ქონების სექტორების განვითარება.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში მოხდება საექსპერტო მომსახურებების, პროექტის მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების და იურიდიული მომსახურებები შესყიდვა.
რაც შეეხება ვადებს, ტენდერის აღწერაში კონკრეტული თარიღები არ არის მითითებული და წერია, რომ პროექტის განხორციელება მოხდება ფაზებად და მოიცავს მრავალწლიან პროცესს.
დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს.
EMAAR ჯგუფის შვილობილ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, 27 იანვარს გაფორმდა. შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას თბილისსა და გონიოში გულისხმობს.