მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ აცხადებს, რომ EMAAR-თან "მრავალთვიან სამუშაო პროცესში" თავადაც მონაწილეობდა

აწარმოე

„აწარმოე საქართველოში“ აცხადებს, რომ EMAAR-თან "მრავალთვიან სამუშაო პროცესში" თავადაც მონაწილეობდა.

როგორც აწარმოე საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მრავალთვიანი სამუშაო პროცესის, ვიზიტებისა და მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა.

"დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში უპრეცედენტო, რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ (Enterprise Georgia) მრავალთვიანი სამუშაო პროცესის, მაღალი რანგის ვიზიტებისა და მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შესაბამისი ლოკაციების შერჩევა და ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა.

პროექტი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს როგორც ქვეყნისთვის, ასევე სააგენტოსთვის. წლების მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი უცხოური საინვესტიციო პროექტების მიუხედავად, მსგავსი მასშტაბის პროექტი არის უპრეცედენტო და უნიკალური ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. იგი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია იმ საინვესტიციო სტრატეგიისა, რომლის შესახებაც სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა საზოგადოებასთან.

აღსანიშნავია, რომ Eagle Hills-ი მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა დააარსა, რომელიც ასევე არის საინვესტიციო მიმართულებით უმსხვილესი ჯგუფის Emaar Properties დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. Eagle Hills-ი პროექტებს 17 ქვეყანაში ახორციელებს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები