მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორთან შეხვედრა გაიმართა

აწარმოე
BM. GE
25.09.23 18:12
13
სტატიაში საუბარია:

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს ახალი ეკონომიკური საქმიანობის - ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა ენერგეტიკის დარგის კომპანიებთან და ასოციაციებთან.

აღნიშნული ახალი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო ახალი მექანიზმი და ის ეტაპები, თუ როგორ უნდა ჩაერთნენ პროგრამაში. 

მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ეს ახალი მიმართულებაც სწორედ ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერად ემსახურება.

„ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დარგია და „აწარმოე საქართველოში“ ამ მიმართულებითაც შეიტანს თავის წვლილს. როგორც იცით, მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესუნივერსალის პროგრამას დაამატა ახალი ეკონომიკური საქმიანობა - მცირე ჰესების, მზისა და ქარის ელექტროენერგიის პროექტები. საუბარია 0,5 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე. ამ კომპონენტის საშუალებით კომპანიებსა და კერძო პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩვენი სააგენტოს დახმარებით  დაიწყონ ელექტროენერგიის წარმოება იქნება ეს საწარმოებისთვის, სასტუმროებისთვის, სხვა ობიექტებისთვის თუ პირადი მოხმარებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

"ბიზნესუნივერსალის" პროგრამის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები