მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება - დავითაშვილი

მინისტრები

პარლამენტის ეკონომიკური პროფილის ექვსი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვების დიდი ნაწილი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს შეეხებოდა, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, პირველ რიგში, გასაძლიერებელია სამეწარმეო უნარები მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში. მისი თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორი წელია, რაც ახორციელებს პროექტს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედების შესახებ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მალე მსგავსი ცენტრები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება, სადაც მისულ მეწარმეებს დაეხმარებიან, რათა მათი პროექტები და ბიზნეს იდეები იყო უფრო ადეკვატური და კონკურენტუნარიანი.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება, რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, მათ შორის, ბრენდული სასტუმროების გახსნას შეეხებოდა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სააგენტოს ტურიზმის კომპონენტი მოიცავს ბრენდირებული სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა როიალტი, ბრენდის შემოვანასთან დაკავშირებული ხარჯის დაფინანსება და სხვ.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, მოხდეს ამ საკითხის კიდევ უფრო დეტალური განხილვა, მათ შორის, რეგიონის მეწარმეებთან ერთად. მინისტრობის კანდიდატის თქმით, შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა ან თანადაფინანსება იყოს სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ისეთ რეგიონებში, როგორიცაა იმერეთი, სადაც სასტურო იფრასტრუქტურა ტურისტული პოტენციალის არაადეკვატურია. „ამიტომ ისეთ რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო მეტია საჭიროება, ჩვენ ვიმსჯელებთ როგორი ცვლილება შევიტანოთ არსებულ პროგრამებში, რომლებიც ხელს შეუყობს ახალ ინვესტიციებს, მა შორის, ბრენდული სასტუმროების გაჩენის კუთხით,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ექსპორტის ხელშეწყობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, პარლამენტთან ითანამშრომლოს და შეიმუშაოს დამატებითი ინიციატივებ, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების დამატებით მხარდაჭერას მოიცავს. ეს მიმართულება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწობის პორტფელში განსაკუთრებული ნაწილი ეთმობა სწორედ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერას, მათ შორის ბაზარზე შესვლის ბარიერების დაძლევაში დახმარებას, თანადაფინანსებას, ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, სერტიფიცირების საკითხებს, ასევე მარკეტინგულ ხარჯებს და სხვ. მომავალში დაგეგმილი გაქვს ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსება,“ - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები